რეფლექსია
მიმდინარე 2017 წლის 20 დეკემბერს N 77 ბრძანების საფუძველზე, ახალგაზრდობის სასახლემ გამოაცხადა,
,,მოსწავლეთა 77-ე სასწავლო შემოქმედებითი კონფერენცია“; კონფერენცია
მიეძღვნა ,,ილია ჭავჭავაძის“ დაბადების
180 წლისთავს.
VIII კლასის მოსწავლეებს გავაცანი კონფერენციის დებულება:
მიზანი, მოთხოვნები საკონფერენციო ნაშრომისადმი, შეფასების კრიტერიუმები და სხვადასხვა სექციების ჩამონათვალი.
კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი
გამოთქვა მოსწავლე ანა კოტიაშვილმა.
ანა კოტიაშვილმა წარმოგვიდგინა ნაშრომი: ,,გმირები არ
კვდებიან“ რომელიც 2008 წლის ომში დაღუპულ
17 ჯარისკაცის თავგანწირვაა ასახული“.
თემის მომზადების პერიოდში ჩატარებულ გაკვეთილებზე ვუთითებდი
ინფორმაციას წყაროებს საიდანაც შეიძლებოდა მასალის მოძიება.
თემის განხილვისას ვაძლევდი მითითებებს, რომ თემა არ
ყოფილიყო მხოლოდ ინტერნეტიდან მოძიებული მშრალი
მასალა, სანდოობისთვის გამოეყენებინა ინტერვიუ თვითმხილველებისგან.
ნაშრომი საინტერესო
იქნებოდა თუკი მოიძიებდა სათანადო რუკას და თან დაურთავდა სურათებს.
თემა ძალიან საინტერესოდ იყო წარმოდგენილი, ანას პირადად
ჰქონდა აღებული ინტერვიუ 2008 წლის ომში თვითმხილველის და იმედის გმირად აღიარებული,
ახმეტა ხუციშვილისგან ომის ეპიზოდები, აგრეთვე თემაში საუკეთესოდაა საკუთარი არგუმენტირებბული
მსჯელობა.
თემა საინტერესო
გამოვიდა. თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები რომელიც ეხებოდა საავტორო უფლებებს, ეს ხარვეზი
გამოსწორებულ იქნა მოსწავლის მიერ, მოხდა გრამატიკული ხარვეზების კორექტირება. დამუშავებული
ნაშრომის პრეზენტაცია ანამ წარმოადგინა საზოგადოებათმცოდნეობის კათედრის წევრებთან. თემა
დადებითად შეაფასეს კათედრის წევრებმა და რეკომენდაცია გაუწიეს ნაშრომს, რომელიც გაიგზავნა
ქ. გორში მოსწავლეთა
72-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად. სექცია-
ისტორია.
ნაშრომი აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებსა და სტანდარტს
რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმით არის დადგენილი.
კონფერენცია სამ ეტაპად ჩატარდა:
I -ეტაპი -სასკოლო
-იანვარი
II -ეტაპი -სარაიონო-საქალაქო-ზონალური
თებერვალ-მარტი
III- ეტაპი -დასკვნითი - მაისი.
ანა კოტიაშვიმა წარმატებით გადალახა კონფერენციის პირველი
სასკოლო ტური და თემა დაცულ იქნა მოსწავლე ახალგაზრდობის საორგანიზაციო კომიტეტთან.
სადაც თემასთან ერთად პრეზენტაცია სლაიდების
საშუალებით წარადგინა კომისიის წევრების წინაშე.
მეორე ეტაპის წარმატებით წარდგენის გამო თემა გაიგზავნა III-დასკვნითი ეტაპზე.
მიუხედავად თემის მესამე ეტაპზე წარდგენისა, სამომავლოდ
მე როგორც პედაგოგი ვფიქრობ მეტი მუშშაობაა საჭირო, რომ სიგელის ნაცვლად ვიშრომოთ დიპლომის
ასაღებად. აგრეთვე დავაინტერესო მეტი მოსწავლე
და ჩავრთო კონფერენციაში მმონაწილეობის მისაღებად, რადგან მოსწავლე უფრო მეტად თავდაჯერებული
ხდება, გამოიმუშავებს კვლევით უნარებს და იხვეწება
მისი მეტყველება.
ანა კოტიაშვილი დაჯილდოვებულ იქნა სიგელით. სამომავლოდ
მეტი შრომა და გულისხმიერებაა საჭირო პირველი ხარისხის დიპლომის ასაღებად.
14/06.
2018 წელი.
No comments:
Post a Comment